"ცხვირში მოგხვდებათ" - კახა კალაძე "რუსთავი 2"-ის სიუჟეტებს ეხმაურება

image
  • 4 888
დედაქალაქის მერი კახი კალაძე "რუსთავი 2"-ს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მოუწოდებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას "თავი დაანებონ".

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე "რუსთავი2"-ის ეთერით გასული 2 სიუჟეტი დაასახელა, რომელიც ბაღის აღსაზრდელებსა და საახალწლო ღონისძიებებს ეხებოდა.

მისი თქმით, აღნიშნულ სიუჟეტებში არასწორი ციფრები და მონაცემები იყო წარმოდგენილი.

თბილისის მერმა თავრობის სხდომაზე საახალწლო ღონისძიებების შესახებ გასული სიუჟეტიდან ამოღებული "სქრინებიც" წარმოადგინა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება აღნიშნულ ღონისძიებებში 2 მილიონი დაიხარჯოს, როცა ის ციფრები რომელიც "რუსთავი2"-ის სიუეჟეტშია მოყვანილი, დაჯამების შემთხვევაში მილიონ 61 000 ლარს არ აღემატება.

"მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არცერთი სიცრუე და ტყული არ დაუშვან. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება, რადგან ეს საზოგადოების დიდ ნაწილს სიმართლე გონია. მე ვალდებული ვარ, რომ საზოგადოებას მივაწოდო სიმართლე. კვლევა იყო გაკეთებული, რომ დასხლოებით 80 პროცენტი "რუსთავი 2" -ის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, სიცრუეა.
loading...
6 რიცხვში გაკეთდა სიუჟეტი, რომ ბაღის 61 000 აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. საიდან მოაქვთ ეს სისულელე. სრულიად გაუგებარია. ეს არის დიდი ტყუილი. ეს სიუჟეტი იყო 6 რიცხვში და ტენდერი 4 რიცხვში იყო გამოცხადებული.

რაც შეეხება გუშინ გაკეთებულ სიუჟეტს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით თითქოს დედაქალაქის მერია ამაში ხარჯავს 2 მილიონ ლარს, ის ციფრები რომ მოვიყვანოთ, რომელიც ამ სლაიდებშია წარმოდგენილი, რომ დავაჯამოთ, მილიონ 61 000 ლარზე მეტი არ არის. საიდან მოიტანეს 2 მილიონი.

შეიძლება კახი კალაძე, ან "ქართული ოცნება" არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია და ყოველთვის მოგხვდებათ ცხვირში",- განაცხადა დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე.

loading...